საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ABC News-თან ინტერვიუში, მაკრონმა განაცხადა, პუტინმა ომის წამოწყებით შეცდომა დაუშვა.
„იყო პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესი საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით. მან ყალბი ნარატივის საფუძველზე გადაწყვიტა დამოუკიდებლად, რომ NATO გამოიყენებს უკრაინას რუსეთზე თავდასხმისთვის, რაც სრულიად არასწორია", - განაცხადა მაკრონმა.
„ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა. შეუძლებელია მაგიდასთან დაბრუნება და რაიმეზე მოლაპარაკება? ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.