მაკრონი ბაიდენს: როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. The Guardian-ი საფრანგეთის პრეზიდენტს ციტირებს და წერს, რომ ემანუელ მაკრონმა უპასუხა ბაიდენის რეპლიკას იმის შესახებ, რომ აშშ-მ და საფრანგეთმა ერთად გაატარეს მრავალსაუკუნოვანი კურსი მსოფლიო თავისუფლებებისთვის.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ საერთო ისტორიის წინაშე. როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ ნიადაგს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და მრავალი კრიზისის ფონზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნები და საზოგადოება აწყდებიან, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“.

ძმობის ამ სულისკვეთებამ უნდა მოგვცეს საშუალება, ვაშენოთ ამბიციების და იმედის დღის წესრიგი, რადგან ჩვენი ორი ქვეყანა იზიარებს ერთნაირ რწმენას თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებების, განათლებისა და პროგრესის“, - აღნიშნა მაკრონმა.