10-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

მედიის ცნობით, ერევანი და ბუდაპეშტი 10-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს. 

შეთანხმებას დღეს გამართული შეხვედრისას ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს.

არარატ მირზოიანმა და პიტერ სიჯარტომ პოლონეთში ეუთოს მინისტერიალთა ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გამოხატეს თავიანთი განზრახვა, გახსნან ახალი თავი სომხეთ-უნგრეთის ურთიერთობებში, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შედეგად, ერევანი და ბუდაპეშტი დანიშნავენ არარეზიდენტ ელჩებს, რათა შეისწავლონ ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ვაჭრობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. უახლოეს დღეებში აუცილებელი დიპლომატიური და ადმინისტრაციული პროცედურები დაიწყება.

იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს, უნგრეთმა ხელი შეუწყო აზერბაიჯანიდან ხუთი სომეხი სამხედრო ტყვის დაბრუნებას, სომხეთი განიხილავს უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა ზემოხსენებულმა დიპლომატიური წყარომ.

სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წლიდან, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით და უნგრეთის მიერ აზერბაიჯანელი სამხედრო ოფიცრის რამილ საფაროვის ექსტრადიციის გამო შეწყდა. ის 2004 წელს, სომხეთის არმიის ოფიცრის გურგენ მარგარიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.