ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია ლიკვიდირებულია

თბილისში, ვარკეთილში, ზემო პლატოზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.