ვიეტნამი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის შემოტანით.
ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა ნგუენ ჩუან ფუკმა აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, შოვგი მეჰდიზადესთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend ვიეტნამურ მედიაზე დაყრდნობით.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მხარეებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სავაჭრო თანამშრომლობის გასააქტიურებლად.
მან აღნიშნა, რომ ვიეტნამს სურს ქვეყანაში ელექტრონიკისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი და, თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის მიწოდება უზრუნველყოს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ თანამშრომლობას სხვა სფეროებში, როგორიცაა კულტურა, განათლება, ტურიზმი და თავდაცვის სფერო. ელჩმა მეჰდიზადემ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიეტნამთან თანამშრომლობას.