„ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე რთული კრიზისის წინაშე დგას“, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთს არავინ დასხმია თავს, პუტინმა აირჩია ომი.
„რუსეთი არ იყო პროვოცირებული. რუსეთს არ დამუქრებიან. რუსეთს არ დაესხნენ თავს. სამაგიეროდ, ერთმა კაცმა აირჩია ომი. პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი. ეს არის მიზეზი. ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე რთული კრიზისის წინაშე დგას“, - განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა გააძლიერეს მისი აღმოსავლეთი ფლანგი და შეერთებულმა შტატებმა გაზარდა ევროპაში განლაგებული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 80,000-დან 100,000-მდე.
„ჩვენ არ ჩავერთებით პუტინის ომში. მაგრამ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით, რადგან ის იბრძვის თავისი მოქალაქეების და სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, რამდენ ხანსაც დასჭირდება", - განაცხადა ოსტინმა.