რუსეთმა და ბელორუსმა რეგიონული უსაფრთხოების პაქტს მოაწერეს ხელი.
შეთანხმებას ხელი მოეწერა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მინსკში ვიზიტის დროს.
„ბელორუსიასაიმედო პარტნიორია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლისა და ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომის პირობებში“, - განაცხადა შოიგუმ.
სამთავრობო სააგენტო BelTA-ს ცნობით, ხელმოწერილი შეთანხმება შესწორებების შეტანას გულისხმობს ერთობლივი რეგიონული სამხედრო უსაფრთხოების შესახებ პაქტში, რომელსაც ბელორუსისა და რუსეთის მხრიდან 1997 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი.