აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანიდან იემენში მიმავალი საბრძოლო მასალით დატვირთული ხომალდი დააკავეს

აშშ-ის საზღვაო ძალები, ირანიდან იემენში მიმავალი საბრძოლო მასალით დატვირთული ხომალდის დაკავების შესახებ იუწყება.

საბრძოლო ხომალდი ადენის ყურეში, პირველ დეკემბერს დააკავეს, როდესაც 50 ტონაზე მეტი საბრძოლო ვაზნა და სხვა აღჭურვილობა გადაჰქონდა.

„ირანის მიერ ლეტალური დახმარების უკანონო გადაცემა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა გრძელდება”, - განაცხადა ვიცე-ადმირალმა ბრედ კუპერმა.

მისივე თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები, რეგიონში საშიში და უპასუხისმგებლო საზღვაო აქტივობის შეკავებასა და შეფერხებაზე ფოკუსს ინარჩუნებენ.

ირანის ხელისუფლებას აშშ-ის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით სამხედრო კოალიცია, ირანს იემენში მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ, რასაც თეირანი უარყოფს.