სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების ზრდა ქვეყანას უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის, რაც USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის მიზანია. ამის შესახებ USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.
„USAID მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს წარმატებული ბიზნესის განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში. დღეს USAID-ის სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენელი იყო 120 მეწარმე ქალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
USAID-ის პროგრამები ასობით მეწარმე ქალს უზრუნველყოფს დაფინანსებით, ტრენინგებით და საჭირო კავშირებით იმ კომპანიებთან, ვინც მხარს დაუჭერს პროდუქცის რეალიზებაში ან განახორციელებენ ინვესტიციებს მათ ბიზნესში.
USAID მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს მთელ მსოფლიოში, რადგან მათ გაძლიერებას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ეკონომიკაში. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მედეგია, თუ საზოგადოების ყველა წევრი აქტიურადაა მასში ჩართული.
ეს ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვისაც, რადგან როცა ქალები აქტიურობენ ეკონომიკაში, ისინი დემოკრატიულ პროცესებშიც მეტად ერთვებიან, რაც დადებითად აისახება ქვეყანის მდგომარეობაზე.
სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების ზრდა ქვეყანას უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის, რაც USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის მიზანია“, - აღნიშნავს USAID.