დასრულდა წლევანდელი წვრთნების ბოლო ეტაპი, რომელიც კანადის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორებმა უკრაინელი სამხედროებისთვის დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის არმიასთან კოორდინაციით, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში ჩაატარეს, დასრულდა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
სწავლება ზაფხულის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.
გენერალური შტაბის განცხადებით, სასწავლო პროგრამა 2023 წლის იანვრიდან განახლდება.
ოპერაცია UNIFIER 2015 წელს, უკრაინის მთავრობის მოთხოვნით დაიწყო. პროგრამა ამ წლის დასაწყისში გაფართოვდა და გაგრძელდა 2025 წლის მარტამდე.
მისიის ასპექტები 2022 წლის თებერვლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით შეჩერდა.
2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა სწავლების განახლების შესახებ გამოაცხადა.
ოპერაცია UNIFIER-ი კანადის შეიარაღებული ძალების (CAF) სამხედრო სასწავლო და შესაძლებლობების ამაღლების მისიაა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.