Ukroboronprom-მა (იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სტრატეგიული მწარმოებელი უკრაინაში) უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი გამოსცადა.
ამის შესახებ კომპანიის სპიკერმა, ნატალია სადმა განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ წარმატებით გამოვცდით დრონებს, ვიმედოვნებთ, რომ შეგვეძლება მისი გამოცდა უკვე საბრძოლო გამოყენებისას. ჩვენ გავეცით დაპირება, რომ ამას გავაკეთებთ ამ წლის ბოლომდე და ვცდილობთ, შევასრულოთ ეს დაპირება", - განაცხადა სპიკერმა.