ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოება შემცირდა

ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ფულადი თვალსაზრისით 259,9 მილიარდი ტენგე (554 მილიონი დოლარი) შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 1,5 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ტელეგრამის არხი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყაზახეთმა საანგარიშო პერიოდში 43 366,8 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც ასევე 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ასევე, წარმოებულია 25 777,1 მლნ კუბური მეტრი ასოცირებული ნავთობგაზი, რაც 2,9 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე.

ყაზახეთში ბუნებრივი აირის მოპოვებით 4 საწარმოა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ყაზახეთმა ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანზიტის დივერსიფიცირების შესახებ განაცხადა.