აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად მუშაობს კანონპროექტის ფორმაზე, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს.
ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა ზომებს, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ ზეწოლის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონგრესთან ერთად კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება გადავჭრათ ზოგიერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს განმარტებასთან. ეძებენ - მუშაობენ კონგრესთან იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ, რომ მივაღწიოთ იმავე შედეგს“, - თქვა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა კენჭისყრისას მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობს.
21 ნოემბერს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია და მისი რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.