მოლდოვის გაზის გადამცემი კომპანია Moldovagaz-ი გაზს ორი წყაროდან: „გაზპრომიდან“ და ენერგოკომიდან შეისყიდის.
ამის შესახებ Moldovagaz-ის თავმჯდომარემ ვადიმ ჩებანმა განაცხადა, იუწყება NewsMaker-ი.
ჩებანის თქმით, „გაზპრომი“ მოლდოვას მოქმედი კონტრაქტით 5,7 მლნ კუბურ მეტრს მიაწვდის, ხოლო „მოლდოვაგაზი“ ენერგოკომისგან კიდევ 3,5 მლნ-ს შეისყიდის.
მთლიანობაში მოლდოვა დეკემბერში 9,2 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის.
შეძენილი რუსული გაზი მიეწოდება Tiraspoltransgaz-ს ელექტროენერგიის წარმოებისთვის MGREM-ში ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთში, ხოლო Energocom-ის გაზი მიწოდება დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფ მომხმარებლებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთმა მოლდოვაში გაზის ექსპორტი „იასი-უნგენის“ მილსადენით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ კონტრაქტი ბულგარეთთან, ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობის შესახებ 27 ოქტომბერს გააფორმა.