წინასწარი ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად.
ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება საავიაციო ტექნიკის სადგომზე მოხდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.