აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ტარდება.
სამხედრო წვრთნები ბაქოს, ასტარას, ჯაბრაილისა და იმიშლის რეგიონებში მიმდინარეობს. წვრთნებში აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიის სახმელეთო ჯარები, საჰაერო ძალები, სპეცრაზმი, საინჟინრო ჯარები, სარაკეტო და საარტილერიო ჯარების ნაწილები მონაწილეობენ.