უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა.
გაზეთის ცნობით, ეს არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ „ზელენსკი გახდა უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის განსახიერება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
უკრაინის პრეზიდენტს უწოდეს ვლადიმერ პუტინის ანტიპოდი, რომელიც კრემლში იმალება და იმპერიის აღდგენით გატაცებამ შესაძლოა, ასობით ათასი სიცოცხლე იმსხვერპლოს.
თავის სტატიაში FT ზელენსკის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს ადარებს, რომელიც რადიოში ქვეყნის გასაერთიანებლად და გასამხნევებლად, ბლიც-კრიგის დროს რადიოში ლაპარაკობდა.
„უკრაინის პრეზიდენტი ანალოგიურად იყენებს სოციალურ მედიას დასავლეთის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის დაუნდობელ კამპანიაში. ამ გზაზე, ის გახდა ლიბერალური დემოკრატიის სტანდარტის მატარებელი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ უფრო ფართო გლობალურ ბრძოლაში, რამაც შეიძლება 21-ე საუკუნის კურსი განსაზღვროს.