პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს.
„საქართველოში 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ. ხოლო, სამრეწველო გადამუშავების, ანუ არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ, რაც ჩვენი ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. დამატებით 5 თეთრს კი საწარმო გადაიხდის. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.