აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, იაპონია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, თავდაცვის ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Anadolu წერს.
ტოკიომ შესაძლოა, განაახლოს თავდაცვის ეროვნული პროგრამის სახელმძღვანელო პრინციპები, 10-წლიანი თავდაცვის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც 2022 წლის ბოლოს განახლდება.
ამასთან, იაპონური მედიის ცნობით, ტოკიო 2031 წლის ფისკალური წლის ბოლომდე, ქვეყნის შორეულ სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებზე ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების შესაძლებლობებით აღჭურვილი თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფების თითქმის გასამმაგებას განიხილავს.