5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6987 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.69 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფრომაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8431 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1448 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3048 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 დეკემბრიდან შევა ძალაში.