გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს.
ამის შესახებ ჟურნალ Foreign Affairs-ის სტატიაშია ნათქვამი.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის დაპყრობით ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაასრულა მთელი ეპოქა და ახლა მსოფლიო „ეპოქალური ტექტონიკური ცვლილების“ წინაშე დგას.
„თუმცა, პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი გზა გაიაროს; უნდა შეწყდეს რუსული რევანშისტული იმპერიალიზმი“, - განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, გერმანიას სურს, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტი გახდეს. „ამას მოელიან ჩვენგან მოკავშირეები. ეს ერთადერთი საშუალებაა გერმანიისთვის, რომ წარმატებულად გადალახოს ჩვენი დროის გეოპოლიტიკური განხეთქილება“, - აღნიშნა შოლცმა.