ევროკომისიამ დღეს თავდაცვის კვლევებში, იარაღისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების შესახებ გამოაცხადა, რისთვისაც €1,2 მილიარდი დაიხარჯება.
ინფორმაცია დღეს ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით 1.2 მილიარდი ევროს ინვესტიციას, ერთობლივი თავდაცვის კვლევისა და განვითარების პროექტებისთვის გამოყოფს. პირველი 61 პროექტი დაფინანსდება, რომლებიც ევროპის თავდაცვის ფონდის (EDF) მიერაა მხარდაჭერილი.
ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს „თანამედროვე თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, კერძოდ, შემდეგი თაობის საბრძოლო თვითმფრინავების, ჯავშანტექნიკისა და გემების, აგრეთვე კრიტიკული ტექნოლოგიების სივრცეში, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, ნახევარგამტარებისა და სამედიცინო კონტრზომების სფეროში“, - ნათქვამია შეტყობინებაში.