Fitch-მა გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 1,4%-მდე შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა 2023 წლისთვის გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 1,4 პროცენტამდე შეამცირა, ნათქვამია Fitch-ის პრესრელიზში.

„გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის კვლავ დაქვეითდა, რადგან ცენტრალური ბანკები აძლიერებენ ბრძოლას ინფლაციის წინააღმდეგ და ჩინეთის უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივა უარესდება“, - ნათქვამია პრესრელიზში.

სააგენტომ ასევე დაამატა, რომ მომავალ წელს აშშ-ის მშპ-ს ზრდა 0,5 პროცენტიდან 0,2 პროცენტამდე შემცირდა.

Fitch ელოდება, რომ ევროზონის მშპ 0,2 პროცენტით გაიზრდება, ნაცვლად 0,1 %-ისა.

Fitch მიიჩნევს, რომ ეროვნული რეგულატორების მიერ ძირითადი განაკვეთების ზრდა არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც აფერხებს აშშ-სა და ევროზონის ეკონომიკის ზრდას.

გარდა ამისა, Fitch-ის პროგნოზის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკური აღდგენა შეზღუდულია კორონავირუსის შედეგად შემოღებული შეზღუდვებითა და უძრავ ქონებაზე ფასების გაჭიანურებული ვარდნით.

როგორც ადრე, მოსალოდნელია, რომ ზრდა ამ წელს 2,8 პროცენტამდე შენელდება. მაგრამ აღდგება მხოლოდ 4,1 პროცენტამდე 2023 წელს და არა 4,5 პროცენტამდე, როგორც მანამდე ფიქსირდებოდა.