გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკლინში ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა.
დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად თანხა სახელდება.
„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ 2 ქართველ მამაკაცს საქართველოს სამი მოქალაქე აედევნა და ფულის წართმევა სცადა.
თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები ცნობია.