თეგი: ქართველები

მედია: საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, აკაკი ბილანიშვილი დააკავეს

საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, 72 წლის აკაკი ბილანიშვილი დააკავეს. სპეცოპერაცია ათენში, 13 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. მათგან 11 საცხოვრებელი სახლი იყო და ორი მაღაზია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.  დაკავებულებს ათეულობით სახლის გაქურდვა და მოპარული ნივთების რეალიზაცია ედავებიან. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი, სააბრძოლო მასალა, ცივი იარაღი და დიდძალი ძვირფასეულობა ამოიღეს. ბილანიშვილის გარდა დაკავებულები არიან: ლიკა ჟვანია, ბექა ბალახაძე, მიხეილ შანყულაშვილი, ზაზა თევზაძე, ჯემალ ლეჟავა, დავით რუბაშვილი, ლაშა ჯიმშიტაშვილი. ასევე აყვანილია კიდევ ერთი პირი – რაშიდ მაჰმუდი.  

გიორგი კაკაურიძე: საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს.  რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს დღეს, საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას განუცხადა.  „არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს... არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ.  მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. „ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას,“- აღნიშნა კაკაურიძემ.  

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის უკრაინაში, საქართველოს საელჩოში ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.  უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   

გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკლინში ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკლინში ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა.  დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად თანხა სახელდება. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ 2 ქართველ მამაკაცს საქართველოს სამი მოქალაქე აედევნა და ფულის წართმევა სცადა. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები ცნობია.  

საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა

საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. ამის შესახებ Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი "საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა.საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - განუცხადეს Europetime-ს. თურქეთში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 76 ადამიანი, 440 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.  

თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ იპოვეს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა მისივე თქმით, გუშინ ღამის განმავლობაში ნანგრევებში საქართველოს 6 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობდა, რომელთაგან 4 ამოიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ. „გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები. ვიპოვეთ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. ღამისთვის, პრაქტიკულად, 6 მოქალაქის ძიების პროცესი მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, 4 ვიპოვეთ. ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად, კარგად არიან. ჩვენი 2 მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. თურქეთში მაშველებმა მცირეწლოვნები ნანგრევებიდან ამოიყვანეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ბრძოლები მიმდინარეობს აეროპორტისთვის, ჩვენი თვითმფრინავი, მგონი, უნდა გადარჩეს - სუდანში ჩარჩენილი ქართველი პილოტები

ავიაკომპანია "მაი ვეის" პილოტი, B737 ხომალდის მეთაური, მამუკა მარკოზაშვილი აცხადებს, რომ სუდანში ახლა ბრძლები მიდის აეროპორტისთვის, რადგან ქვეყანაში შესვლის და გამოსვლის ერთადერთი სტრატეგიული წერტილი სწორედ აეროპორტია. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „ყველა მხრიდან ბომბავენ, უტევენ. არავითარი მორატორიუმი, დილის 05:30-დან დაიწყეს სროლები. ახლა მიდის ბრძოლა აეროპორტისთვის, ვინ ჩაიგდებს ხელში აეროპორტს. არ არის განვითარებული სახმელეთო გზები, რკინიგზა საერთოდ არა აქვთ. ძირითადი კარიბჭე ამ ქვეყანაში, რომ შემოხვიდე და გახვიდე არის აეროპორტი. ეპიცენტრი ბრძოლის არის ჩემს თვითმფრინავამდე კილომეტრ ნახევარი. თუ შემთხვევითი რაღაც არ მოხდა, მე მგონი უნდა გადარჩეს. პილონები აქვს დამაგრებული და იმით ბომბავენ" - ამბობს მამუკა მარკოზაშვილი. "ჯეო სქაის" პილოტი ამბობს, რომ ხომალდში საწვავი არის და დაახლოებით 3 საათი დასჭირდება ეკიპაჟს, რომ აეროპორტში თვითმფრინავამდე მივიდეს და გამოფრინდეს., მას შემდეგ რაც მხარეები შეთანხმდებიან. „საღამოს კიდევ მოხერხდა მათთვის წყლისა და საკვების მიწოდება, ამ ეტაპზე უკვე მაგ მხრივ, როგორც სასმელი წყალი ასევე საკვების დეფიციტი არ აქვთ შეიძლება ითქვას რომ რამდენიმე დღის სამყოფი აქვთ. რამდენიმე დღეს ვგულისხმობ 3-4 დღეზე მეტს. როგორც კი ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგვიდასტურებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ და გამოცხადებულია ვთქვათ 24 საათი იქნება 12 თუ რა დროც როდესაც შეთანხმდება მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე პრინციპში ჩვენ მზად ვართ უმოკლეს დღეში დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია. 40 წუთში რეისი გვქონდა ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა. აქედან გამომდინარე საჰაერო ხომალდში საწვავი არის საჰაერო ხომალდი ყველანაირად გამართული იყო იმ მომენტისთვის, ალბათ 3 საათი უნდა იყოს საკმარისი იმ მომენტიდან, როდესაც ეკიპაჟი და ხალხი მივა საჰაერო ხომალდთან“ - ამბობს შალვა კიკნაძე "ტვ პირველთან". ცნობისთვის, სუდანში მეხუთე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.  

ქართული ავიაკომპანიის დირექტორები: სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით, -  განაცხადა „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად როგორც ავიაკომპანიების დირექტორები აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს წარმომადგენლობიდან ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურ დასტურს ელოდებიან და როგორც კი, სრული გარანტია ექნებათ, თანამშრომლებს საქართველოში დააბრუნებენ. „ჯერჯერობით ვერც ჩვენ, ვერც პარტნიორები და ვერც ჩვენი ტექნიკური ჯგუფი აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ვახერხებთ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, ოთხი დღით გაიხსნას აეროპორტი, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული. ამასთან დაკავშირებით საგარეოსთან, კონსულთან და ჩვენს პარტნიორებთან სუდანში გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამას არცერთი არ ადასტურებს. ღამემ, შეიძლება, ითქვას, მშვიდობიანად ჩაიარა. შიგადაშიგ კვლავ არის სროლები. ჩვენი 13 თანამშრომელია აეროპორტთან ახლოს, საცხოვრებელში. გუშინ შეივსო მარაგი საკვების და წყლის, ასევე მცირე რაოდენობით საწვავიც მომარაგდა. ველოდებით პოზიტიურ ამბებს, რომ მოვახერხოთ მათი გადმოყვანა საქართველოში. როგორ კი გვეცოდინება, რომ ცა უსაფრთხოა და შესაძლებელია ფრენა, მაქსიმალურად სწრაფად მოხდება თვითმფრინავის შემოწმება, გარე და ტექნიკური დათვალიერება და უკვე მზად ვიქნებით გასაფრენად. ემოციურად რთულია ეს მდგომარეობა, მაგრამ მედგრად დგანან“, – განუცხადა  „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ "პირველ არხს". ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.  

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. "ქართველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ. ეგვიპტიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების ჩართულობით, ჩვენი პარტნიორების, კომპანიების აქტიური ჩართულობით ეს ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა და არცერთი საქართველოს მოქალაქე, დღეს, ამ მომენტისთვის, სუდანში არ იმყოფება", - თქვა მინისტრის მოადგილემ. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.  

სუდანიდან საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე დაბრუნდა

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე უკვე სამშობლოშია. სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საქართველოს მოქალაქეები ამჯერად, საქართველოში ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" თანამშრომლები ჩამოფრინდნენ. შეგახსენებთ, სუდანის დედაქალაქში 14 აპრილის შემდეგ, სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა. ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.