უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სამხედროებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების დღის მისალოცად, დონბასსა და სლავიანსკში ჩავიდა.
„ტრადიციულად, ამ დღეს ვხვდები ფრონტის ხაზზე ჩვენს მებრძოლებთან ერთად. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. ომის ზონა გაფართოვდა, ბრძოლა უფრო რთულია, ფასი - უფრო მაღალი, მაგრამ არის რაღაც, რაც უცვლელი რჩება - თქვენი სიმამაცე, თქვენი გამძლეობა, თქვენი ნებისყოფა და შესაბამისად - ჩვენი თავისუფლება. თქვენი დაუმარცხებლობა და შესაბამისად, ჩვენი დამოუკიდებლობა.
თქვენი ვაჟკაცობა და ამისთვის ჩვენი მადლიერება! თქვენი გამბედაობა და ამით ჩვენი სიამაყე!", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის გზა დამოუკიდებლობისკენ თავისუფალ დონეცკზე, ლუგანსკსა, და რა თქმა უნდა, ყირიმზე გადის.
„ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს თავისუფალ მიწაზე, მშვიდობიანი ცის ქვეშ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე. იქამდე გზა თავისუფალ დონეცკზე, ლუგანსკსა, და რა თქმა უნდა, ყირიმზე გადის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სლავიანსკს, რომელიც ომის განმვალობაში რუსეთის სამიზნე იყო, კვლავ უკრაინა აკონტროლებს.