ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6943 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.44 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8287 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.44 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1446 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2779 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 დეკემბრიდან შევა ძალაში.