H&M-მა რუსეთში ყველა მაღაზია დახურა

შვედურმა ბრენდმა H&M-მა, რუსეთში ყველა მაღაზია დახურა.

რუსეთში ბრენდის 150-მდე მაღაზია მუშაობდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭროს შემდეგ, 2022 წლის მარტის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში პროდუქციის გაყიდვას აჩერებდა.

მოგვიანებით, ბრენდმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დატოვოს რუსული ბაზარი.

ნოემბრის შუა რიცხვებში, H&M-ის პროდუქციის გაყიდვა რუსეთის ბაზარზე Ozon-მა დაიწყო. 

რუსეთში H&M-ის მაღაზიების ნაცვლად ადგილობრივი და თურქული ბრენდების მაღაზიები გაიხსნება, მათ შორის Zarina, Befree, Koton-ი და Snow Queen-ი.