საფრანგეთის წარმომადგენლობა NATO-ში: საფრანგეთი მხარს უჭერს ნატოსთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საჰაერო თავდაცვის ინიციატივით

"NATO-სთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საფრანგეთი მხარს უჭერს საჰაერო თავდაცვის ინიციატივით", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირდება.

„NATO-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში – საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს მოკავშირეებისთვის ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას, რომელსაც ის თავისი საჰაერო თავდაცვის ინიციატივით უზრუნველყოფს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო.