უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორუსის საზღვართან წვრთნები გამართეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური იტყობინება.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების 120-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ ბელორუსის რესპუბლიკის საზღვართან, თავდაცვის ზონაში დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილებთან ერთობლივი საშტაბო წვრთნა გამართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მისივე თანახმად, წვრთნების დროს სამხედრო ნაწილებმა გააუმჯობესეს ურთიერთქმედების უნარები.