DPR-ის (დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა) სახალხო საბჭოს წევრი მარია პიროგოვა დონეცკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ წერს.
მისი ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს.
მანამდე პიროგოვა ჰუმანიტარული მისიით დონბასის სხვადასხვა ქალაქებს ეწვია, მათ შორის დებალცევეს და ასევე მოაწყო შემოქმედებითი მასტერკლასები „რესპუბლიკის ბავშვების“ პროგრამის ფარგლებში.
ის ასევე დონბასში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარების არხს კურირებდა.