ნიუ-იორკის სასამართლომ „ტრამპის ორგანიზაცია" თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, „ტრამპის ორგანიზაცია"(Trump Organization), რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი ოჯახის წევრების ქონებას მართავს, საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. 

ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის ყველა ბრალდება, რომლებიც უკავშირდება 15 წლის განმავლობაში საგადასახადო სამსახურების მოტყუებას და საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბებას.

Trump Organization-ს $1.6 მილიონის ჯარიმა ემუქრება. მოსამართლე განაჩენს 13 იანვარს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.