პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის ცნობით, პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის განსალაგებლად ემზადება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა ბერლინმა ამ სისტემის უკრაინაში განთავსებაზე უარი განაცხადა.
„გერმანიის თავდაცვის უწყებასთან საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული ვარ, რომ უარი უნდა განვაცხადო უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე. დასავლეთ უკრაინაში Patriot-ების განლაგება გაზრდიდა პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას.
ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა Patriot-ები პოლონეთში განვათავსოთ და ისინი ჩვენს სამეთაურო სისტემას დავუკავშიროთ“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.
გერმანიამ ოფიციალურ ვარშავას Patriot-ის სისტემის განთავსება პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად მას შემდეგ შესთავაზა, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაიღუპა.