მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ ფილიპინებზე ორი F15 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე იაპონური გამანადგურებელი თვითმფრინავი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრ ქვეყანაში გაიზავნა, განაცხადა იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ASDF).
„ჩვენ ხელს შევუწყობთ ურთიერთგაგებას PAF-თან (ფილიპინების საჰაერო ძალებთან) განვავითარებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას“, - აღნიშნულია იაპონური მხარის განცხადებაში.
მოიერიშე თვითმფრინავები კლარკის საავიაციო ბაზაზე დაეშვნენ.
F15 ტიპის თვითმფრინავებს საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი და სატრანსპორტო თვითმფრინავი ასევე ახლავს თან.
იაპონია ფილიპინებს საჰაერო სათვალთვალო სარადარო სისტემებსაც გადასცემს.
აზია-წყნარ ოკეანეში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, რეგიონის ქვეყნები ატარებენ ერთობლივ წვრთნებს, რადგან აშშ ჩინეთთან მიმართებით, შეკავების პოლიტიკას აჩქარებს.