საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) სამშაბათს განაცხადა, რომ გლობალური ავიახაზების ინდუსტრია მოგებას დაუბრუნდება, რაც 2019 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება.
საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაცია ელოდება, რომ ავიაკომპანიები მოგებას 2023 წელს დაუბრუნდებიან.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მომავალ წელს 4,7 მილიარდი დოლარის წმინდა მოგებას პროგნოზირებს.
ავიაინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი იყო, რაც პანდემიის გამო მიღებულმა ისეთმა ზომებმა გამოიწვია, როგორიცაა ჩაკეტვა და მოგზაურობის შეზღუდვები.