სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსის ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.
მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს.
როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა.