პუტინის მტკიცებით, მობილიზაციის გაგრძელების საჭიროება არ არის

დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაციის საჭიროება არ არის. 

„ჩვენი 300 000 მობილიზებულიდან 150 000 არის საოპერაციო ზონაში, ანუ მხოლოდ ნახევარი არის დაჯგუფებაში, ნახევარი - 77 000 უშუალოდ საბრძოლო ნაწილებშია, დანარჩენები მეორე და მესამე ხაზებზე ტერიტორიული თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ“, - განაცხადა პუტინმა. 

მისივე თქმით, „კიდევ 150 000 მობილიზებულიდან ნახევარი – ჯერ კიდევ პოლიგონებზე და თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრებშია“, – განაგრძო პუტინმა, „ეს არის ე.წ. საბრძოლო რეზერვი“.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თავის რეგულარულ მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას გეგმავს. 

28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა. 

შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული.

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.