უზბეკეთის კონსტიტუციის მიღებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის ბრძანებულებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ერთდროულად 400-მდე მსჯავრდებულს შეიწყალებენ.
ამის შესახებ მედიას სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის დღე, როგორც ეროვნული დღესასწაული უზბეკეთში ფართოდ აღინიშნება.