უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს.
მისი თქმით, გასათავისუფლებელია დაახლოებით ამდენივე დასახლება.
„ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომლებიც შეიძლება გადარჩნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება რუსულ ოკუპაციაში დავტოვოთ არც ერთი ჩვენი ადამიანი. არც რუსულ ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც უკვე დაიკარგა ათასობით ადამიანი და არც რუსეთის ტერიტორიებზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს“,- განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.