უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Politico-ს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას ლიდერობს. Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
გამოცემის თანახმად, ევროპა იცვლება და კონტინენტი ხელახლა აფასებს თავის სტრატეგიულ ურთიერთობებს, სერიოზულად ეკიდება თავდაცვას, ვაჭრობის, გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკას.
როგორც გამოცემა წერს, ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული.
„ფართოდ რომ განვიხილოთ, ის ხელახლა ფიქრობს, რას ნიშნავს, იყო ევროპის ნაწილი. ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული. რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას თუ სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი მთავარია. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის, ფანტავს რწმენას - განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შესაძლოა, პარტნიორი იყოს“, - წერს გამოცემა.
ამავე სტატიაში წერის: უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის კაცთან“.