დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს პარასკევს გამოაცხადებს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები რუსეთში ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს დაუწესდებათ. ასევე ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ზომების გამკაცრებას, რათა მათ არსებულ სანქციებს თავი ვერ აარიდონ.
ამასთან, ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლების კავშირში არიან კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.
7 დეკემბერს, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი წარადგინა.