დიდ ბრიტანეთში 30 წლის განმავლობაში პირველად, ქვანახშირის ახალი მაღარო აშენდება

30 წლის განმავლობაში პირველად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ახალი ქვანახშირის მაღაროს აშენების ნებართვა გასცა, იტყობინება BBC დასახლების მინისტრ მაიკლ გოვზე დაყრდნობით.

საუბარია ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კუმბრიის საგრაფოში უაიტჰავენის ნახშირის მაღაროზე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტი 2020 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, მაგრამ ოპოზიციისა და გარემოსდამცველების კრიტიკის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროექტის განხოერციელება გადადო.

Artist's impression

პროექტის მხარდამჭერებმა მაღაროს გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და უცხოეთიდან ნახშირის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობით გაამართლეს. მათ შორის რუსული ნახშირის წინააღმდეგ სანქციების ფონზე.

რუსეთის ფედერაციიდან ნახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან აიკრძალა. რუსული ნახშირი ბრიტანეთის იმპორტის 27%-ს შეადგენდა.