Reuters-ი იუწყება, რომ პარასკევს აშშ-ს ადმინისტრაციამ შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი $275 მილიონის მოცულობის პაკეტი გამოაცხადოს.
ჟურნალისტების თქმით, რომლებიც ამ ტრანშის შესახებ დოკუმენტს გაეცნენ, დახმარების პაკეტი ითვალისწინებს კიევში უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გარკვეული საშუალებების გაგზავნას. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახის აღჭურვილობა იქნება მიწოდებული, არ არის ცნობილი.
გარდა ამისა, სააგენტო იტყობინება, რომ სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი მოიცავს რაკეტებს, ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის არმიისთვის. რომელსაც ამერიკული თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ი აწარმოებს.
ამ პაკეტის ფარგლებში, Reuters-ის ცნობით, ასევე გაიგზავნება 155 მმ-იანი ჭურვები დასავლური ჰაუბიცებისთვის, Humvee სამხედრო მანქანებისთვის და გენერატორებისთვის.
უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი სავარაუდოდ (PDA) სქემით გამოიყოფა, რომლის მიხედვითაც აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს უკრაინაში იარაღი კონგრესის დამატებითი თანხმობის გარეშე გაგზავნოს.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ვაშინგტონმა კიევს დაახლოებით 19,1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.