MEGA ხიმკის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველზე დაყრდნობით წერს.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ MEGA ხიმკის მაღაზია OBI-ში დილის ექვს საათზე გაჩნდა. 150 მეტრ ფართობზე სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
08:25 საათზე ხანძარი შვიდ ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ლოკალიზდა.