იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ხელისუფლებები 2035 წლისთვის ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთობლივად შექმნიან.
პროექტის შესახებ მადრიდში, NATO-ს სამიტზე პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი.
ოფიციალურმა ტოკიომ არაერთხელ განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში რეგიონული საფრთხეების ფონზე, იაპონია ორიენტირებულია NATO-ს ქვეყნებთან თავდაცვის თანამშრომლობაზე.
სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, პროექტში წამყვან როლს იაპონური კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ი და ბრიტანული კომპანია BAE Systems-ი შეასრულებენ.
იაპონიის და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ვაშინგტონის ადმინისტრაცია ტოკიოს ინიციატივას მხარს უჭერს“.