თურქეთი ნავთობით დატვირთულ ტანკერებს, ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებში დაზღვევის გარეშე არ გაატარებს

თურქეთი ტვირთის დაზღვევის გარეშე, ნავთობით დატვირთულ ტანკერებს ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებში არ გაატარებს.

ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა.

დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეროვნულ და საერთაშორისო მედიაში, ცრუ ინფორმაციის შემცველი ახალი ამბები გაჩნდა, რომ თურქეთის სრუტეებში ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები გაატარეს.

„თურქეთი არ არის ვალდებული შეასრულოს სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, გარდა გაეროს უსაფრთხოების მიერ მიღებული დირექტივებისა. თუმცა, ჩვენ არ ვიღებთ რისკს, რომ სადაზღვევო კომპანია არ დაფარავს თავის პასუხისმგებლობას უბედური შემთხვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება სანქცირებული გემის თურქეთის სრუტეშ გავლისას მოხდეს“, - ნათქვამია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ, რომელიც საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვებზე ფასის ჭერს ითვალისწინებს.

რუსული ნავთობის ჭერის ფასი, სამომავლოდ ფასის შეცვლის შესაძლებლობით, 60 დოლარით განისაზღვრა.