რა წერილი მიიღო გერმანიაში უკრაინის საკონსულომ, რასაც კიევი „მტრის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად“ მიიჩნევს

დიუსელდორფში უკრაინის გენერალური საკონსულოსადმი გაგზავნილი ყალბი წერილები გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონს ფინანსური ჯილდოს მისაღებად შეუერთდნენ, იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.

ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობას არასოდეს გაუგზავნია მსგავსი შეტყობინებები.

საერთაშორისო ლეგიონი არის სამხედრო ფორმირება, რომელიც უცხოელი მებრძოლებისთვის არის შექმნილი და მისი მიზანია უკრაინის დაცვა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნიკოლენკომ ყალბ წერილებს მტრის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა. ნიკოლენკოს განმარტებით, ამის მიზანია უკრაინული დიპლომატიის დისკრედიტაცია, ასევე, გერმანიისა და მისი მოქალაქეების მხრიდან  უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა.

მისივე თქმით, კონსულებმა მომხდარის შესახებ გერმანიის პოლიციას შეატყობინეს.