ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ „დოლარის დომინირების“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება.
ამის შესახებ მან ბიშკეკში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ყოველაფრის ფასად აუცილებელია ჩვენი კავშირის სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუმჯობესება. ფინანსებზე მაქვს საუბარი. დოლარის დომინირების ეპოქა რომ მთავრდება, უკვე ყველასთვის გასაგებია. მომავალი ეკუთვნის სავაჭრო ბლოკებს, რომლებშიც ანგარიშსწორებები განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსი და რუსეთი დოლარს ძირითად ანგარიშსწორებაში უკვე ჩამოშორდნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტნიორები აქტიურად შეუერთდნენ ამ პროცესს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს სჯერა, რომ „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ ბელორუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დაუფიქრებელი ეკონომიკური სანქციების პაკეტის გავლენა ნელდება. „ახლა დროა გააცნობიერონ და შეაფასონ შედეგები. ყველა პლატფორმიდან უკვე ისმის სიტყვები ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისზე“, - აცხადებს ლუკაშენკო.