ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ გიტფელდტმა და მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა არუპ ბანერჯიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მილიარდი კრონის (100 მილიონი დოლარი) გამოყოფაზე.
ეს თანხა უკრაინაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება.
ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ 9 დეკემბერს განაცხადა.
ნორვეგიის დახმარება მსოფლიო ბანკის „ნდობის ფონდის“ მეშვეობით, უკრაინის აღორძინების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმაციისთვის გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ „ნდობის ფონდი“ მსოფლიო ბანკის მრავალდონორიანი პროექტია.
მანამდე, ნოემბერში ნორვეგიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავდა ზამთრის სამხედრო ტანსაცმელს, საველე რაციონს და საარტილერიო სისტემებს.