აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი აშენდება.
ამის შესახებ ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძისა და ADB-ის საერთაშორისო ექსპერტის რადომირ ჯურიჩის შეხვედრის დროს გახდა.
შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, აზიის განვითარების ბანკი ამჟამად საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის კონცეფციაზე მუშაობს.
მხარეებმა საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ჯურიჩმა, შეხვედრის მონაწილეებს ობიექტის მოწყობისა და გამართული ფუნქციონირების პირობების შესახებ კონცეფცია წარუდგინა.